
მილსადენების ამერიკულმა ოპერატორებმა ნავთობის მწარმოებლებს მიმართეს, შეამცირონ მოპოვება.
ბაზრის ანალიტიკოსების აზრით, ეს ნათელი მინიშნებაა იმისა, რომ სანავთობო ბაზარი უახლოვდება იმ მომენტს, რომლის შესახებაც აფრთხილებდნენ ტრეიდერები: ნავთობის მარაგები გადაავსებენ საცავებსა და მილსადენებს, ვინაიდან კორონავირუსი ამცირებს მასზე მოთხოვნილებას.
ამგვარი თხოვნით გამოვიდა Plains All American Pipeline LP - აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც დაკავებულია ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებით. კომპანიამ მიმართა თავის მომწოდებლებს:
"ჩვენ ამ საკითხით მივმართავთ ჩვენს მომწოდებლებს თხოვნით, გადადგან ნაბიჯები ნავთობის მოპოვების შემცირებისკენ პანდემიის საპასუხოდ".
ბელა გელაშვილი
ავტორი