თავში

ამერიკის ელჩი ქართული თხილის სექტორით ინტერესდება

ამერიკის ელჩი ქართული თხილის სექტორით ინტერესდება
ამერიკის ელჩი ქართული თხილის სექტორით ინტერესდება

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად ლაგოდეხში, თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრა.ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შპს „კახეთის თხილი“ თხილის სარჩევს, საშრობსა და სასაწყობო ცენტრს მოიცავს.

აგოდეხის მუნიციპალიტეტში გახსნილი თხილის საშრობი ძალიან მნიშვნელოვანია თხილის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის. ამ პროექტის განხორციელებას გავაგრძელებთ მომავალ წელსაც, რათა ფერმერებმა შეძლონ თავიანთი მოსავლის სწორად დაბინავება, გაშრობა, მაღალი ხარისხის პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზება და მიიღონ მეტი შემოსავლი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი საწარმო რიგით მეექვსეა, რომელიც USAID-ის, საქართველოს მთავრობისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ამოქმედდა. საწარმო, რომელიც რეგიონის 200-ზე მეტ ფერმერს მოემსახურება, გაზრდის ფერმერების შემოსავალს, გააუმჯობესებს მათი ოჯახების კეთილდღეობას და ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას. ამერიკის შეერთებული შტატები და USAID ამაყია, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს აღნიშნულ პროექტს”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

საწარმოში, ჯამურად 250,000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 275,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, 277,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 50,000 აშშ დოლარი UშAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) ფარგლებში გაცემული გრანტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.

საწარმოში წლიურად 1,000 ტონა თხილის გაშრობა და 500 ტონის შენახვაა შესაძლებელი. შეიქმნა 16 ახალი სამუშაო ადგილი; საწარმოს მომსახურებით 200 ფერმერზე მეტი ისარგებლებს.

ახალი საწარმოს გახსნას, ლევან დავითაშვილთან და კელი დეგნანთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system