თავში

ამერიკულ ავტომწარმოებლებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ

ამერიკულ ავტომწარმოებლებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ
ამერიკულ ავტომწარმოებლებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ

remind motorists of passengers in the back seat, იგივე უკანა სავარძლის შემხსენებელი სისტემა - ასე ქვია მოწყობილობას, რომლითაც ამერიკაში წარმოებული ყველა ავტომობილი უნდა აღიჭურვოს. ამის შესახებ Routers - ი იტყობინება.

ვაშინგტონის ავტოწარმოება უკვე შეთანხმდა, რომ ამ ტექნოლოგიაზე გადაეწყობიან 2025 წლიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ მანქანებში დამონტაჟდება სპეციალური ხმოვანი და ვიზუალური შეტყობინების სიგნალი, რომელიც მძღოლებს შეახსენებს უკანა სავარძელზე მგზავრის არსებობას.

ამ ინიციატიაზე ავტოინდუსტრიამ მას შემდეგ დაიწყო ფიქრი, რაც სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე შეერთებულ შტატებში სიცხისგან გაჩერებულ მანქანებში 800-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ახალი მოწყობილობა, რომლითაც ყველა მანქანა აღიჭურვება, ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს და უზრუნველყოს ბავშვზე ადაპტირებულ კლიმატკონტროლს ავტომობილის სალონში.

სენატის კომერციის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ავტომწარმოებლებს ავალდებულებს დაამონტაჟონ ეს ტექნოლოგია ახალ სატრანსპორტო საშუალებებზე. ამავე კანონპროექტით ავტომწარმოებლები ხდებიან ვალდებული მოაწყონ მანქანაში სმენადფაქვეითებულთათვის შეტყობინების სპეციალური სიგნალი. პირველ ეტაპზე ეს რეგულაცია არ შეეხება სასწრაფო დახმარების მანქანებს.

ახალი რეგულაციის შედგენაში მონაწილეობდა 20 ავტომწარმოებელი, რომელიც ამერიკული ავტოინდუსტრიის თითქმის 98% -ს შეადგენს. 

ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ნაკლებხარჯიანია და ის ერთეული ავტომობილის ფასზე არ აისახება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system