თავში

ამერიკულ გზებზე ელექტრო სატვირთოები გამოჩნდებიან

ამერიკულ გზებზე ელექტრო სატვირთოები გამოჩნდებიან
ამერიკულ გზებზე ელექტრო სატვირთოები გამოჩნდებიან

"ტესლას" დანერგილ ტენდენციებს, დანარჩენი ავტომწარმოებლები, ფეხდაფეხ მიჰყვებიან. გასულ კვირას maybach-მა წარმოების პრიორიტეტად ელექტრო ძრავები დაასახელა. ორი წლის წინ გახდა ცნობილი, რომ ამერიკული კომპანია აბსოლუტურად ელექტრო სატვირთო ავტომობილების წარმოებას აპირებდა. ახლა კი, სტარტაპი - Bollinger Motors ოთხკარიან ელექტრო სატვირთო ავტომობილების გამოშვებას ოფიციალურად იწყებს. სტარტაპმა ელექტრომობილის ორი მოდელის - B1-ის B2-ის პროტოტიპები წარადგინა. უფრო ზუსტად, ელექტრო სატვირთო ავტომობილების წარმოების დაწყება 2021 წლიდან იგეგმება, სწორედ ამ პერიოდში დაასახელებს კომპანია სატვირთოების საბოლოო ღირებულებას. B1 და B2 მოდელები მოცულობითა და სათავსოს დიზაინით განსხვავდებიან. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Bollinger Motors-ის ელექტრომობილებს ორმაგი ძრავის სისტემა და დაახლოებით 614 ცხენის ძალა ექნებათ, ერთი სრული დატენვით კი 322 კილომეტრს გაივლიან. სატვირთოები ერთ საათში 160 კილომეტრის დაფარვას შეძლებენ. 96 კილომეტრი საათში სიჩქარის განვითარებისათვის კი, თითოეულ მოდელს სულ რაღაც 4.5 წამი დასჭირდება. როგორც Bollinger Motors-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, სტარტაპი ამჟამად ფონდებისა და პარტნიორების მოძიებისა და მოლაპარაკებების პროცესშია, რათა საბოლოო წარმოებამდე მივიდეს. მომხმარებელს უკვე შეუძლია სასურველი მოდელი დაჯავშნოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system