თავში

ამერიკული ინდექსები სტაბილურია

ამერიკული ინდექსები სტაბილურია
ამერიკული ინდექსები სტაბილურია

2021 წლის პირველი კვირის მთავარი თემა ამერიკაში ჯორჯიის შტატში დემოკრატების გამარჯვება იყო, რის შედეგადაც ამერიკას დემოკრატების კონტროლირებადი სენატი და წარმომადგენელთა პალატა ეყოლება. 

ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების საშუალებას მისცემს. 

galt & taggart-ის მიხედვით, სიახლე ამერიკის კაპიტალის ბაზრებისთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა, ვინაიდან ეს დამატებით ფისკალურ სტიმულირებას ნიშნავს, რაც საბოლოოდ საფონდო ბირჟებს გადაეცემა. 

2021 წლის პირველ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საპროტესტო ტალღებს კაპიტალის ბაზრებზე დიდი გავლენა არ აქვთ. იანვრის დასაწყისში ტრამპის მომხრეების მიერ აშშ-ს კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობების მიუხედავად ამერიკაში ძირითადი ინდექსების ფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

galt & taggart-ის მიხედვით, იანვრის პირველ ნახევარში ძირითადი ინდექსები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. S&P 500 ამ პერიოდში მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა, აღსანიშნავია, რომ S&P ინდექსში სოციალური მედიის აქციების ფასები შემცირდა, მას შემდეგ რაც Facebook-მა და Twitter-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრძალვები დაუწესეს. 

ცნობისთვის, ამერიკული ინდექსების უმეტესობამ 2020 წლის ნოემბერში რეკორდულ დონეს მიაღწია. აღნიშნულ ზრდას სპეციალისტები, ძირითადად ვაქცინების შესახებ გავრცელებულ პოზიტიურ სიახლეებს უკავშირებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system