თავში

ამერიკული ინდექსების უმეტესობამ ნოემბერში რეკორდულ დონეს მიაღწია

ამერიკული ინდექსების უმეტესობამ ნოემბერში რეკორდულ დონეს მიაღწია
ამერიკული ინდექსების უმეტესობამ ნოემბერში რეკორდულ დონეს მიაღწია

ნოემბერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა.  ამის შესახებ აღიშნულია galt&taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაში. 

ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, ევროპული და ამერიკული ინდექსების უმეტესობამ ნოემბერში რეკორდულ დონეს მიაღწია. აღნიშნულ ზრდას სპეციალისტები, ძირითადად ვაქცინების შესახებ გავრცელებულ პოზიტიური სიახლეებს უკავშირებენ. მათივე მტკიცებით, დადებითი გავლენა ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობების შემცირებას ამერიკაში. 

დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა, გააუმჯობესა გლობალური ინვესტორების რისკის განწყობები. საერთაშორისო ფინანსთა ინსტიტუტის (IIF) თანახმად, განვითარებად ბაზრებში კაპიტალის ნაკადების ზრდა ოქტომბერ-ნოემბერში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო.

ციკლური აქტივების მიმართ ინტერესი ნოემბრის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდა. ინვესტორები განაგრძობენ ტექნოლოგიური კომპანიებისა და უსაფრთხო აქტივების ჩანაცვლებას, უფრო ფუნდამენტური აქტივებით. შესაბამისად, ნოემბერში ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიული სექტორის წარმომადგენლებმა აჩვენეს მნიშვნელოვანი ზრდა. 

"საერთო ჯამში, ნოემბერი გლობალური კაპიტალის ბაზრებისთვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა და ძირითადმა ინდექსებმა თვე ორნიშნა პროცენტული ზრდით დაასრულეს. S&P 500 (აშშ-ს 500 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი) ნოემბერში 10.8%- ით გაიზარდა. Dow Jones (ამერიკის მსხვილი 30 კომპანია) ინდექსმა 24 ნოემბერს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და თვე 11.8%-იანი მატებით დაასრულა. ნოემბერში ასევე გაიზარდა ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული NASDAQ-ის ინდექსი (+11.9%).ამენტურ კომპანიებში გადადიან," - განმარტებულია galt&taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაში.

შეგახსენებთ,  ნოემბრის მეორე ნახევარში AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მხრიდან მესამე და ყველაზე ხელმისაწვდომი ვაქცინის შესახებ გახდა ცნობილი. მათმა ვაქცინამ 90%-მდე ეფექტურობა აჩვენა (დამოკიდებულია დოზირებაზე), რაც შედარებით დაბალია Moderna-სა და Pfizer– ის ვაქცინების 95% ეფექტურობასთან. თუმცა, AstraZeneca-ს უპირატესობა მის ხელმისაწვდომობაში (ვაქცინის ფასი იქნება $ 3-4) და შენახვის სიმარტივეშია, რაც ვაქცინის მასობრივ განაწილებას გაცილებით ამარტივებს. 30 ნოემბერს Moderna–მ განაცხადა, რომ კომპანია შეეცდება აშშ–სა და ევროკავშირისგან დაჩქარებული ნებართვა მიიღოს COVID-19 ვაქცინისთვის. Moderna-ს ვაქცინა მეორე ვაქცინაა (Pfizer–ისა და BioNTech–ის შემდეგ), რომლის დისტრიბუცია დეკემბრიდანაა მოსალოდნელი. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია აღნიშნულ ვაქცინებს სავარაუდოდ, 10 და 17 დეკემბერს განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system