თავში

ამერიკული კომპანია კრიპტოვალუტებს უფასოდ არიგებს

ამერიკული კომპანია კრიპტოვალუტებს უფასოდ არიგებს
ამერიკული კომპანია კრიპტოვალუტებს უფასოდ არიგებს

ამერიკელმა მეწარმემ, სემ ალტმანმა  სტარტაპი Worldcoin წამოიწყო, რომელიც მომხმარებლებს საკუთარ კრიპტოვალუტას დაურიგებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო CNBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, კრიპტოვალუტის მისაღებად საჭიროა მომხმარებლებმა საკუთარი თვალის გუგა დაასკანერონ.

დეველოპერების თქმით, სკანირების შემდეგ თვალის გამოსახულება უნიკალურ კოდად გარდაიქმნება, ხოლო თვალის ორიგინალი სურათი უსაფრთხოების მიზნით წაიშლება.

სემ ალტმანი, რომლის ქონება 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული,  ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ის ხელმძღვანელი და Y Combinator-ის ყოფილი პრეზიდენტია. მან Worldcoin ფიზიკოს ალექს ბლანასთან და ინვესტორ მაქს ნოვენსტერნთან ერთად დააარსა. დამფუძნებლების თქმით, პროექტი მიზნად ისახავს კრიპტოვალუტების გამოყენების გაფართოებას და ყველასთვის ხელმისაწვდომობას.

კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტით ოპერაციების შესრულებისას ბიუროკრატია დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მისი  თქმით, მათი სისტემა ავტორიზაციის გავლის ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელი მოდელი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system