თავში

ამერიკული ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა და ის ნულს ქვემოთაა

ამერიკული ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა და ის ნულს ქვემოთაა
ამერიკული ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა და ის ნულს ქვემოთაა

ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა. ფასების ზრდა ინვესტორების შიშმა გამოიწვია, იმის გამო, რომ ამერიკის ნავთობსაცავებში ადგილი აღარაა, რადგან მოთხოვნა ნავთობზე მსოფლიო ბაზარზე რეკორდულად დაბალია. 1 ბარელ ნავთობზე თვითღირებულება დაეცა და ზარალი 40 დოლარს აღწევს.

თავდაპირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა დაიწყო შემცირება და 1,5 დოლარით, ანუ 5,3%-ით გაიაფდა.  ერთი ბარელის ფასი 26,58 დოლარი გახდა. ამასობაში კი, მაისის ფიუჩერსები 9,43 დოლარამდე დაეცა, ანუ 51,6%-ით გაიაფდა და ბარელის ფასი 8,84 დოლარი გახდა. ივნისის ფიუჩერსების ფასი შედარებით უკეთ გამოიყურება და ის მხოლოდ 10%-ით დაეცა, ანუ ბარელი 22,4 დოლარი გახდა.

მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, Bloomberg-ის მონაცემებით, WTI-ის მარკის  ნავთობის ფასმაც დაიწყო კლება და მალე ბარელზე ფასი მინუს 40 დოლარი გახდა. 

მაშინ როცა ფიუჩერსებისთვის მიწოდების ვადა დგება, მოვაჭრეებმა უნდა გადაწყვიტონ მიიღებენ თუ არა ისინი პროდუქტს ფიზიკურად, ან გაყიდონ ის მაშინვე და შემდეგი თვის კონტრაქტზე გადავიდნენ. ფიუჩერსებით მოვაჭრეების უმეტესობას ფიზიკური პროდუქტი არ სჭირდებათ, ამიტომ ისინი ცდილობენ  პირდაპირ ივნისის კონტრაკზე გადაერთონ და მაისის ფიუჩერსები თავიდან მოიშორონ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოვაჭრეები ვერ პოულობენ მყიდველებს, მარტივი მიზეზის გამო. ნავთობსაცავები გადავსებულია და მისი შენახვა უბრალოდ ვეღარ ხერხდება. ეს კი ნავთობის ჭარბი რაოდენობით დაგროვებამ გამოიწვია. მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო, ნავთობის მყიდველთა რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად ნავთობის ფასმა ვარდნა დაიწყო. 

სწორედ ამ მიზეზის გამო ოპეკ+-ის ქვეყნები ახლახანს, შეთანხმდნენ ნავთობწარმოების შემცირებაზე, თუმცა კონტრაქტი მაისიდან ამუშავდება, ამიტომ ამ თვეში მას შედეგი არ ექნება. ექსპერტების თქმით, ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნა დროებითია და უფრო ტექნიკური ხასიათისაა ვიდრე რაიმე ტენდენციის მანიშნებელი.   ფიუჩერსებით მოვაჭრეებს ნავთობის გაყიდვის დრო მოუახლოვდათ და ისინი ცდილობენ თავიდან მოიშორონ ნავთობი და სამომავლო კონტრაქტებზე გადაერთონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system