თავში

რა რაოდენობის იმპორტი ხორციელდება საქართველოს ელექტროსისტემაში

რა რაოდენობის იმპორტი ხორციელდება საქართველოს ელექტროსისტემაში
რა რაოდენობის იმპორტი ხორციელდება საქართველოს ელექტროსისტემაში

ამ წუთებში, საქართველოს ელექტროსისტემაში 1044 მგვტ-ის სიმძლავრის იმპორტი ხორციელდება. ქვეყნის მოხმარება 1908 მგვტ-ს შეადგენს, შესაბამისად, ქვეყნის შიდა გენერაციაზე უფრო მეტი სიმძლავრის იმპორტის შემოტანა ხდება მეზობელი ქვეყნებიდან.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ენერგოპლატფორმის გვერდზე.  აქვე განმარტებულია, რომ იმპორტის ამ მოცულობამდე ზრდის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ენგურჰესის გაჩერებაა, რომელმაც გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით 20 იანვარს შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება. 

სავარაუდოდ ენგურჰესის ქსელში ჩართვა მაისის დასაწყისში მოხდება. ენერგოპლატფორმაზე ხაზგასმულია, რომ დღეს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხიდ აუცილებელია ქვეყანაში არსებული საკუთარი რესურსების ათვისება, რაც გულისხმობს ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system