თავში

ანა დოლიძე: ხელისუფლების პოსტკრიზისული გეგმა არის უკან მომავალში

ანა დოლიძე: ხელისუფლების პოსტკრიზისული გეგმა არის უკან მომავალში
ანა დოლიძე: ხელისუფლების პოსტკრიზისული გეგმა არის უკან მომავალში

"პოსტკრიზისულ გეგმას, რომელიც გუშინ პრემიერ - მინისტრმა გაგვაცნო, მე ვუწოდებ უკან მომავალში. ეს არის გეგმა, რომელიც სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ცხოვრების მანძილზე დავრჩეთ მესამე მსოფლიოს მომსახურე ქვეყნად. რეალურად ქვეყანას სჭირდება ნახტომი მომავალში," - ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მშიერია დარჩენილი.

„გეგმა, რომელსაც არ აქვს ამბიცია, გადავიდეთ პირველი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნის რიგებში. რა შედეგიც მოგვიტანა ეკონომიკაში ტურიზმზე დამოკიდებულებამ, კოვიდმა კარგად წარმოაჩინა. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს წარმოება, მეცნიერება, მაღალი ტექნოლოგიები ფაქტობრივად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დარჩა მშიერი. ეს გეგმა არის "უკან მომავალში", რომელსაც მივყავართ ისევ და ისევ არა დამაკმაყოფილებელ და მაჩანჩალა წარსულში,“ - განაცხადა ანა დოლიძემ და განმარტამ რომ ქვეყანას სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქცენტირებული იქნება წარმოებაზე.

„მთელი მსოფლიო დღეს ფიქრობს, როგორ გამოიყენოს ეკონომიკური ნახტომისთვის და გარღვევისთვის კოვიდის კრიზისი, როგორ გააკეთოს მეტი ინვესტირება ტექნოლოგიურ განვითარებაში, კვლევებში, სამედიცინო ინდუსტრიაში და წარმოებაში. ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვჭირდება წარმოებაზე აქცენტი, რაზეც ხელისუფლებას საერთოდ არ გაუსვამს ხაზი. დღეს არსებობს ორი რეალობა "უკან მომავალში" ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული და ამბიცია, რომ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ნახტომი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას დადოს ამბიციური გეგმა ორიენტირებული ეკონომიკურ ნახტომზე“, - ამბობს დოლიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system