თავში

ანაკლიამდე ახალი რკინიგზისა და გზის მშენებლობა დღის წესრიგი აღარ დგას

ანაკლიამდე ახალი რკინიგზისა და გზის მშენებლობა დღის წესრიგი აღარ დგას
ანაკლიამდე ახალი რკინიგზისა და გზის მშენებლობა დღის წესრიგი აღარ დგას

ანაკლიამდე ახალი რკინიგზისა და გზის მშენებლობა ამ ეტაპზე, დღის წესრიგი აღარ დგას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით მიზეზი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაა.

გზის და რკინიგზის მშენებლობა იყო ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს კონკრეტულად ამ ხელშეკრულების შესაბამისად და ამ პორტისთვის უნდა აეშენებინა.პორტის გარეშე გზა უკვე არსებობს. უფრო მეტიც, 2018-2019 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ არსებულ გზაზე და ანაკლიის მოსახლეობას გადაადგილების და კომუნიკაციის პრობლემა საერთოდ არ აქვს. წელსაც დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ ავაშენოთ ახალი გზა. სხვა შემთხვევაში, კარგი გზა განმუხურის, ანაკლიის მოსახლეობისთვის უკვე არსებობს“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ანაკლიამდე ახალი გზისა და რკინიგზის პროექტი უკვე მზად არის და მისი ტექნიკური დამუშავება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system