თავში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტრო ანაკლიაზე განცხადებას ავრცელებს

სამინისტრო ანაკლიაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტრო ანაკლიაზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს და დროულად აწვდის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ვინაიდან გუშინ, 15 ოქტომბერს, უშედეგოდ ამოიწურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ პორტის მშენებლობის თაობაზე საინვესტიციო ხელშეკრულების მორიგი და ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით განსაზღვრული კონსორციუმის შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მთავრობის, როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე. საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრაქტიკულად ყველა ვალდებულების შესრულების ვადა 2017 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რამდენჯერმე გადაუვადა. ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადა 2017 წლის 15 აგვისტოდან არაერთხელ, ხოლო ბოლო, მე-12 ცვლილებით 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system