თავში

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებებს კონკრეტული შედეგი არ მოსდევს"

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებებს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებებს კონკრეტული შედეგი არ მოსდევს

ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, შემდგომში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ალბათ, უპრიანი იქნება, დაველოდოთ 31 დეკემბერს, ვნახოთ, რა მოხდება ამ ვადაში. რაც შეეხება ინვესტორს და კონსორციუმის მოლოდინებს, ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი ანაკლიის კონსორციუმის მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, შემდგომში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა, მე მაინც ვარჩევდი, რომ წლის ბოლომდე საკონტრაქტო ვადას დაველოდოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ამგვარი კომენტარი ანაკლიის კონსორციუმის საპასუხოდ განაცხადა. კონსორციუმმა წინა კვირაში განაცხადა, რომ "მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით."

31 დეკემბერი იწურება საბოლოო ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system