თავში

ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა
ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობაიყო.

სააგენტო განიხილავდა და ათანხმებდა ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების საკითხებს, ინვესტორის კონტრაქტორების, ტერმინალის ოპერატორების, გამსესხებლების და მათთან დასადები ხელშეკრულებების პროექტებს, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, სწავლობდა ინვესტორის მიერ წარმოდგენილიანგარიშებისა და ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელ ინფორმაციას და სხვა.

საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის პროექტისათვის ახალი ინტერესთა გამოხატვის წინადადების შემუშავების საკითხი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system