თავში

ანაკლიის კონკურენტმა ტამანის პორტმა ტვირთების გატარება დაიწყო

ანაკლიის კონკურენტმა ტამანის პორტმა ტვირთების გატარება დაიწყო
ანაკლიის კონკურენტმა ტამანის პორტმა ტვირთების გატარება დაიწყო

ყაზახეთის კაშაგანის ნავთობის საბადოდან, ტამანის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გავლით, საერთაშორისო ბაზარზე 38 500 ტონა გრანულირებული გოგირდისპირველი პარტი გადაიზიდა.

სპეციალისტები ტამანის პორტს ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ, ამიტომაც ამ ფაქტის შეფასება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტს ვთხოვეთ. 

პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, მოსაზრება, თითქოს, ანაკლიის ნავსადგური ვერ იქნებოდა აზოვის ზღვაში განლაგებული ტამანის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის კონკურენტი, რადგანაც ტამანის ნავსადგური საერთაშორისო ბაზრებზე მხოლოდ რუსეთის საექსპორტო პროდუქციის გატარებას მოემსახურებოდა, არ გამართლდა.

მისივე თქმით, ყაზახეთის, კერძოდ კაშაგანის ნავთობის საბადოზე წარმოებული გოგირდი, გადამუშავების შემდგომ, ტამანის ნავსადგურის გავლით პირველად მიეწოდა ევროპის დამსოფლიოს ბაზრებს. მისივე განმარტებით, კასპიის ზღვის ყაზახეთის სეგმენტში, კაშაგანის საბადოზე მოპოვებული ნავთობის და გაზის გასუფთავების შედეგად მიღებული გოგირდის დღე - ღამურიწარმადობა საშუალოდ 4.5 ათას ტონას შეადგენს, წლიური კი - 1.1 მლნ ტონას.

"გრანულირებული გოგირდი, რუსეთის გავლით, ბალტიის ზღვაზე განლაგებული უსტ - ლუგის და აზოვის ზღვაზე - კავკაზის ნავსადგურებით გადაიზიდება ჩინეთში დადასავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. აღნიშნული პროდუქტი ძირითადად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. 2019 წელს, ტამანის ნავსადგურის ძირითადი სიმძლავრეების ნაწილობრივ გაშვების შემდგომ, ყაზახეთიდან მსოფლიო ბაზრებზე გრანულირებული გოგირდის გადაზიდვების სქემას ტამანის ნავსადგური დაემატა. აღსანიშნავია, რომ აზოვის ყურეში ტამანის ნავსადგური სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებით შენდება. ნავსადგურში სახელმწიფო ინვესტიციებით, ძირითადადრუსეთშიწარმოებულიდაექსპორტზეორიენტირებულინაყარი ტვირთების (ხორბალი, ლითონი, ქვანახშირი)გადამუშავება ხორციელდება, ამ თვალსაზრისით ანაკლიის ნავსადგურმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონკურენცია გაუწიოს ტამანის ნავსადგურს. ბოლო პერიოდში, მსოფლიო ბაზრებზ ენაყარ ტვირთებზე მოთხოვნის კატასტროფულად შემცირების შედეგად, სახელმწიფო სახსრებით მშენებარე ნავსადგურის სიმძლავრე 4.5 ჯერ, 60 მლნ ტონიდან 15 მლნ ტონამდე შემცირდა. რაც შეეხება,ჩრდილოეთ მიმართულებით, კერძო ინვესტიციებით მშენებარე ტამანის ნავსადგურს, სადაც გათვალისწინებულია 1.5 მლნ TEU ზე გათვლილი საკონტეინერო ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაძლებელი იქნება 10 000 TEU ტევადობის საოკეანო კონტეინერმზიდი გემების მიღება. აქ რეალურად იკვეთება ანაკლიის ნავსადგურთან კონკურენტული ბმა," - გვიხსნის ექსპერტი და დასძენს, რომ  საკონტეინერო ტვირთების მოზიდვის უზრუნველყოფის კუთხით,ტამანის ნავსადგურის საკონტეინერო გადაზიდვების ბიზნესში სრულად იქნება ჩართული ემირატები სმსოფლიო „გიგანტი“ოპერატორი კომპანია DB World, რომელიც კონტეინერების გადაზიდვების სფეროში FESCO-ს უმსხვილესი საკონტეინერო ხაზის 50%-ს ფლობს. 

"უშუალოდ FESCO კი ფლობს რუსეთის უმსხვილესი საკონტეინერო სარკინიგზო კომპანიის ТРАНСКОНТЕИНЕР-ის აქტივების 25%-ს, რომელიც პირველ რიგში ჩინეთი - ევროპა - ჩინეთის მიმართულებით ახორცილებს გადაზიდვებს. სწორედ ამ ფინანსურად მომგებიან სექტორშია ტამანის ნავსადგური ანაკლიის ნავსადგურის კონკურენტი," - ეუბნება ექსპერტი report.ge-ს და დასძენს, რომ  სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პროექტის „ბლოკირებით“, საქართველომ გარდა საკონტეინერო ტვირთებისა, ცენტრალური აზიიდან ნაყარი ტვირთების მოზიდვის რეალური შესაძლებლობაც დაკარგა.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაპაუზებით, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს, ზოგადად ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system