თავში

ანაკლიის კონსორციუმი: არანაირ ანგარიშს დღეს არ ჩავაბარებთ

ანაკლიის კონსორციუმი: არანაირ ანგარიშს დღეს არ ჩავაბარებთ

შუალედური ვალდებულებები, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჰქონდა აღებული, 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო. 15:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე, კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა, საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ პროექტი უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის. მისი თქმით, მთავრობამ კონსორციუმს არ აღმოუჩინა საჭირო მხარდაჭერა, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. 

,, ჩვენ შევძელით მოგვეძია 2 ახალი ინვესტორი ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის. პირველ ყაზახ ინვესტორს, მთავრობამ პრაქტიკულად პირდაპირ დაუფიქსირა, რომ არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან ისინი არ იყვნენ დასავლეთიდან. ჩვენ მოვიძიეთ ასევე ამერიკული ფონდიც, რომელსაც წერილობით სჭირდებოდა მთავრობისგან თანხმობა, რომ ქვეყანა მიესალმებოდა მათ შემოსვლას. მთავრობა დაგვპირდა აღნიშნულ წერილს, თუმცა არასოდეს მოხერხდა ამერიკული მხარისთვის მისი გაგზავნა. კიდევ ძალიან ბევრი იყო მსგავსი ხელისშემშლელი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც ძლიერად დააზიანა ჩვენი პროექტის მიმართ, ინვესტორთა განწყობა. მთავრობა საჯაროდ ახდენდა მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვას, თუმცა არაფორმალურ შეხვედრებზე, ყველას უმტკიცებდა, რომ ეკონომიკურად პორტის მშენებლობა, არაეფექტურია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს საჭირო ზომებს და ის ინვესტორები, რომლებიც დღესვე მზად არიან ფინანსები ჩადონ პროექტში, დარწმუნდებიან რომ პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

 კონსორციუმის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ დღეს არ აპირებს, არანაირი საანგარიშო დოკუმენტაციის ჩაბარებას, რაგდან კონკრეტული ხედვები და ნაბიჯები, უკვე წარდგენილი აქვს მთავრობისთვის, რომელსაც კონფიდენციალურობიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს. 

შეგახსენებთ, რომ  ლევან ახვლედიანმა ეს განცხადება, დღის 12 საათზე გამართულ პრესკოფნერენციის პასუხად გააკეთა, სადაც მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თუ ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა, დღის ბოლომდე არ მოხდება, სახელმწიფოს აქვს უფლება, მოშალოს ხელშეკრულება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system