თავში

ანაკლიის კონსორციუმი ხვალ პარლამენტს საკუთარ ხედვას გააცნობს

ანაკლიის კონსორციუმი ხვალ პარლამენტს საკუთარ ხედვას გააცნობს
ანაკლიის კონსორციუმი ხვალ პარლამენტს საკუთარ ხედვას გააცნობს

ხვალ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე, არსებულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე პარლამენტში ისაუბრებს. საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა ხვალ, 11:00 საათზე, კინოდარბაზში გაიმართება.

დეპუტატების აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი პასუხები და გაიგოს ორივე მხარის პოზიცია.

კონსორციუმში აცხადებენ, რომ მზად არიან, პროექტის ირგვლივ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცენ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან განსხვავებით, პარლამენტარების შეთავაზებაზე უარი თქვა ვიცე-პრემიერმა. როგორც მაია ცქიტიშვილისაცხადებს, მას დიალოგის პრობლემა არ აქვს, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პარლამენტში ღია ფორმატში საქართველოს პარლამენტის წევრებმა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა მიიწვიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system