თავში

"ანაკლიის კონსორციუმი“ მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს

"ანაკლიის კონსორციუმი“ მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს
ანაკლიის კონსორციუმი“ მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს

"რა თქმა უნდა, ხელშეკრულების არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის," - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ხელშეკრულების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით მისასალმებელია და ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ, ჩვენი პოზიცია და ზოგადად, კომპანიისა და პროექტის სტატუსი გუშინ, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ამ პოზიციას და ვთვლით, რომ კონკრეტული დაბრკოლებებია პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც ერთობლივი ძალებით არის გადასალახი და გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, თვითონ არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა, საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც, ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც არის გადასაჭრელი“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ინვესტორებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემელი.

„გუშინ არაერთი ფაქტი დავაფისირეთ, რაც მოხდა ბოლო ექვსი კვირის მანძილზე, ჩვენ ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ინვესტორებთან მიმართებით ნაბიჯებია გასაკეთებელი, თუნდაც წერილი გასაგზავნი, შეხვედრაა ჩასატარებელი. ასევე ვფიქრობ, დაუყოვნებლივ შეხვედრაა ჩასატარებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ის საკითხები, რომლებიც აქამდეც იყო, ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ერთობლივი ძალებითაა გადასაწყვეტი“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system