თავში

ანაკლიის კონსორციუმს ვადა დღეს ეწურება

ანაკლიის კონსორციუმს ვადა დღეს ეწურება
ანაკლიის კონსორციუმს ვადა დღეს ეწურება

ანაკლიის კონსორციუმის შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები კონსორციუმის ხელმძღვანელობამ ერთი კვირის წინ უარყო და განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს გაირკვევა რა განვითარება ექნება მათ გეგმებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განმარტებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა სწორედ დღეს, 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე აქვს.  „15 ოქტომბრის, სამუშაო დღის ბოლომდე აქვს კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა, რომ წამოადგინოს სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას ადასტურებს, ასევე უნდა წარმოადგინოს წინასწარი არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება ინვესტორი ბანკების მხრიდან. ამის შემდეგ უკვე შედეგების გათვალისწინებით უნდა შეიკრიბოს კომისია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, ასევე თეორიულად, ალტერნატივას რა თქმა უნდა, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა. გადაწყვეტილებას იღებს კომისია , რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი ,“ - განაცხადა ჯავახაძემ. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ იმედი აქვს ინვესტორი შეძლებს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system