თავში

რომან გოცირიძე: ანაკლიის პორტი ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს აშენდება

ანაკლიის პორტი ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს აშენდება
რომან გოცირიძე: ანაკლიის პორტი ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს აშენდება

ანაკლიის პორტი, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს აშენდება. გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, დანარჩენი არის ილუზიები, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით გააჩერა.

გოცირიძის თქმით, ერთადერთი ძალა, რომელიც პროექტის თავიდან შემოტრიალებას აიძულებს, ხალხი და არჩევნებია.

„ანაკლიის პროექტი ივანიშვილს მის ასაშენებლად არ შეუჩერებია. ანაკლიის პორტი, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს აშენდება. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ის დიდი სიკეთე, რომელიც პორტმა და მასთან დაკავშირებულმა ბევრმა სხვა პროექტმა შეიძლება მოიტანოს, არ განხორციელდება. გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, დანარჩენი არის ილუზიები, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და როგორი მოწოდებები, როგორი არგუმენტებიც არ უნდა დავდოთ. შევეშვათ არარეალისტურ გეგმებს. ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოსი არცერთი დიდი პროექტი არ განხორციელდება, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც არის რუსეთის ინტერესებში. შეასრულა ივანიშვილმა რუსეთის დავალება და ახლა რა ძალა აიძულებს რომ პროექტი თავიდან შემოატრიალოს?! ერთდადერთი ძალა არის ხალხი და არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ანაკლიის პროექტი სამუდამოდ მკვდარია,“- ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს ეჭვის თვალით უყურებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც.

შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განაცხადა მზადყოფნა მთავრობასთან თანამშრომლობით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და სამუშაოები გააგრძელოს.

ეკონომიკის სამინისტროს საკითხზე პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system