თავში

ანაკლიის პორტი ერთადერთი პროექტია, რომელიც შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში

ანაკლიის პორტი ერთადერთი პროექტია, რომელიც შეტანილია
ანაკლიის პორტი ერთადერთი პროექტია, რომელიც შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ არის ცალსახად გამოხატული და ამ პროექტის მიმართ სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

"ანაკლიის პორტის პროექტი არის ერთადერთი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშია შეტანილი. ეს თავისთავად არის უმაღლესი დასტური იმისა, რომ ჩვენთვის ეს პროექტი პრიორიტეტულია. მსგავსი პროექტები ყველგან მთავრობის მხარდაჭერის ფონზე ხორციელდება. მთავრობის მხარდაჭერა არის ცალსახად გამოხატული პროექტის მიმართ. გამომდინარე იმ მაღალი რეიტინგებიდან, რაც ამ ბოლო დროს კიდევ უმჯობესდება (გულისხმობს საინვესტიციო გარემოს), ასევე გამომდინარე იქიდან, რაოდენ დიდი მხარდაჭერა გამოხატა უკვე მთავრობამ - სიტყვით, საქმით თუ ფინანსურად, ამ პროექტის მიმართ სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის ერთგულება ბევრჯერ დაამტკიცა და ამის დასტური ისაა, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, საბოლოო ჯამში, ექვსჯერ მოხდა პროექტის ვადების გადავადება.

"ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლის პროცედურა და მივცეთ დამატებითი ვადა კონსორციუმს წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობთ, ინვესტორმა შეასრულოს აღებული ვალდებულებები", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ანაკლიის პორტი არის ერთადერთი პროექტი, რომელიც შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში.

"ეს უმაღლესი დასტურია, რომ ჩვენთვის პროექტი არის პრიორიტეტული. მსგავსი პროექტები ყველგან ხორციელდება მთავრობის მხარდაჭერის ფონზე, რაც ცალსახად არის გამოხატული ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, მაია ცქიტიშვილმა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის მოცულობის სესხებზე წინასწარი თანხმობის მოპოვებისთვის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე მისცა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით, ამ ეტაპზე ვადებზე საუბარი არაკონსტრუქციული იქნება და მთავარ პრიორიტეტს მთავრობას, კონსორციუმს, ახალ ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქმიანი დიალოგის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system