თავში

ანაკლიის პორტის ასაშენებლად მთავრობას ევროპულ, ამერიკულ და ჩინურ მხარესთან მუშაობას ურჩევენ

ანაკლიის პორტის ასაშენებლად მთავრობას ევროპულ,
ანაკლიის პორტის ასაშენებლად  მთავრობას ევროპულ, ამერიკულ და ჩინურ მხარესთან მუშაობას ურჩევენ

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია დარწმუნებულია, რომ ანაკლიის პორტისთვის ტვირთების მოზიდვის ყველაზე დიდი პოტენციალი ჩინელ ინვესტორებს გააჩნიათ. მისი აზრით, მთავრობამ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების მსგავსად ჩინურ მხარესთანაც უნდა იმუშაოს, რადგან ინვესტორებმა ანაკლიის პროექტის ფარგლებში უნდა მოიძიონ დასავლეთსა და აღმოსავლეთში ისეთი პარტნიორები, რომლებიც არა მხოლოდ ფულს ჩადებენ ამაში, არამედ, ტვირთების მოძრაობასაც უზრუნველყოფენ. 

„შესაძლოა საქართველოს და მისი დასავლური მისწრაფებების გამო კარგ ტონად მიგვაჩნდეს რომ მაინც და მაინც ამერიკელი ან ევროპელი ინვესტორი შემოვიდეს თუმცა უნდა განვიხილოთ ჩინელი ინვესტორებიც. ვინც ტვირთები უნდა მიიღოს და გასცეს ჩვენი კორიდორით ძირითადად ესენი არიან ჩინელები. შესაბამისად, მათი ჩართულობის გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდება. ყველაზე მეტი პოტენციალი ტვირთების მიღების და გაცემის სწორედ მათ გააჩნიათ, ფინანსური რესურსიც არ აკლიათ შესაბამისად შეუძლიათ ამ პროექტის რეალობად ქცევა,“ - ამბობს ვახტანგ ჭარაია და დასძენს, რომ არც სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი ინვესტორის წინაშე და არც პირიქით. ყველამ არსებული უპირატესობებიც და საფრთხეებიც თავის თავზე უნდა აიღოს. ექსპერტი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს არ უნდა გადააბაროს კომპანიამ ზარალის ანაზღაურება. აუცილებელი პირობა უნდა იყოს რომ, წინა კონსორციუმისგან განსხვავებით, სახელმწიფო არ იყოს პასუხისმგებელი პროექტის ჩავარდნაში. 

"ახალმა ინვესტორმა უნდა მოახერხოს, რომ მოგებაც სრულად მისი იყოს და წაგებაც საკუთარ თავზე აიღოს. სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულებები რა თქმა უნდა რაც გულისხმობს საჭირო ინფრასტრუქტურის მოძიებას თუ კონტაქტების დამყარებას საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ფინანსებს ეს არ ეხება. თუ ფულის ჩადებაა ინვესტორის მაგივრად საჭირო მაშინ პორტს ტავად სახელმწიფო ააშენებდა,“ -  აღნიშნავს ჭარაია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა. თუმცა . ღრმაწყლოვანი  პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, თუმცა2020 წლის 9 იანვარს მთავრობამ მას ხელშეკრულება შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული..

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება. პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც. მთავრობა იმედოვნებს, რომ პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესის გააქტიურდება დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც დააანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.

ანაკლიის პორტი კვლავ მთავრობის პრიორიტეტებში სახელდება. პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება. მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს და პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტიც ხელახლა მომზადდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება უკვე დაიწყო.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებით, რა 6 ნეგატიურიშედეგი მოაქვს ეკონომიკაში ღრმაწყლოვანი პორტის არქონას, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს და, ზოგადად, ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ, გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system