თავში

ანაკლიის პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა მომზადდება

ანაკლიის პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა მომზადდება
ანაკლიის პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა მომზადდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამბობს, რომ  საქართველოს მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორების მოძიებამდე თავად პროექტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის ხელახლა მომზადება ესაჭიროება.

როგორც თურნავამ განაცხადა,მთავრობა ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. 

შეგახსენებთ, მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება უკვე დაიწყო.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაპაუზებით, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს, ზოგადად ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system