თავში

ანაკლიის პორტის მშენებლობის სატენდერო პირობები შეიცვლება

ანაკლიის პორტის მშენებლობის სატენდერო პირობები შეიცვლება
ანაკლიის პორტის მშენებლობის სატენდერო პირობები შეიცვლება

"ამ ეტაპზე ხდება ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მუშაობა", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინტერესთა გამოხატვის ვადებისა და პირობების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, წინა ინტერესთა გამოხატვა, 2014 წელს გამოცხადდა. რადგან მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, უნდა შედგეს ახალი სატენდერო დოკუმენტაცია ახალი პირობებით.

„როგორც უკვე ცნობილია, კონსორციუმთან შეწყდა ხელშეკრულება და ჩვენ ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლითაც შერჩეული იქნება ახალი ინვესტორი, რომელსაც ექნება საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება იმისთვის, რომ ეს პროექტი განახორციელოს. ამ ეტაპზე ხდება ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მუშაობა, მოგეხსენებათ, წინა ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული იყო 2014 წელს; მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უშუალოდ საინვესტიციო ხელსეკრულებაშიც კი ახალი პირობები იყო ჩამოყალიბებული. ასევე მოგეხსენებათ, რომ ბანკებთან მოლაპარაკებებში მთავრობა გარკვეულ ცვლილებებზე დათანხმდა, შესაბამისად, ყველა ამ ცვლილებას ახალ ინტერესთა გამოხატვაში გავითვალისწინებთ. აუცილებლად ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან - საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც შესაძლოა მომავალშიც მოიაზრებოდნენ ამ პროექტის დამფინანსებლებად და შესაბამისად, ერთიანი ინტერესთა გამოხატვის პირობებს შევთავაზებთ ინვესტორებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system