თავში

ანაკლიის პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება

ანაკლიის პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება
ანაკლიის პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი სატენდერო წინადადება უნდა მომზადდეს.

მისი განმრტებით, პროექტი კვლავ პრიორიტეტულად რჩება.

„ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც ახალ საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს ახალი სატენდერო წინადადება. საუბარი არაა ახალ ეკონომიკურ დასაბუთებაზე, თუ რამდენად საჭიროა თუ არაა საჭირო ეს პროექტი, ამაზე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პროექტი პრიორიტეტულია, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ის სატენდერო პირობები განვაახლოთ, რომლის პირობებშიც ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. იმ ტენდერის გამოცხადება 2014 წელს მოხდა, უკვე 2021 წელში შევდივართ და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული სამუშაოები ტერიტორიაზე შესრულებულიც კია და ეს უნდა აისახოს სატენდერო დოკუმენტაციაში“,-აღნიშნა მან.

ანაკლიის პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა მომზადდება. მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება უკვე დაიწყო.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაპაუზებით, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს, ზოგადად ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system