თავში

ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას არჩევენ

ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას არჩევენ
ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას არჩევენ

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარეობს იმ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს. საერთაშორისო კომპანიამ უნდა განაახლოს პროექტის კომერციული დასაბუთება, რადგან პანდემიიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო, დღის წესრიგში დადგა ტვირთნაკადების პროგნოზებისა და ბიზნესმოდელის განახლება. კომერციული დასაბუთების განახლების შემდეგ, ანაკლიის პროექტზე ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით განმეორებითი ტენდერი, საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოცხადდება, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე კონკურსი 2021 წლის პირველ ნახევარში გამოცხადდება.

 ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა. თუმცა . ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, თუმცა2020 წლის 9 იანვარს მთავრობამ მას ხელშეკრულება შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორისძებნა დაიწყო.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება. პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც. მთავრობა იმედოვნებს, რომ პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესის გააქტიურდება დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც დააანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.

ანაკლიის პორტი კვლავ მთავრობის პრიორიტეტებში სახელდება. პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება. მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს და პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტიც ხელახლა მომზადდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება უკვე დაიწყო.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებით, რა 6 ნეგატიური შედეგი მოაქვს ეკონომიკაში ღრმაწყლოვანი პორტის არქონას, რა უკუეფექტი აქვს მთავრობის მიერ ანაკლიის პროექტის "ტორპედირებას", რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს და, ზოგადად, ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ, გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system