თავში

ანალიის პორტში სახელმწიფო 100 მლნ დოლარს ჩადებს

ანალიის პორტში სახელმწიფო 100 მლნ დოლარს ჩადებს
ანალიის პორტში სახელმწიფო 100 მლნ დოლარს ჩადებს

"ანაკლიის პორტი იყო და არის ჩვენი პრიორიტეტი. ეს პროექტი სახელმწიფოს მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერით სარგებლობს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრმა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, პროექტის "დაგვიანებამ" სახელმწიფო დააზარალა.


"მხარდაჭერა, დაწყებული მიწების გამოსყიდვით, დასრულებული მასიური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც ანაკლიის პორტამდეა მისაყვანი, გარდა ამისა, იმ ვალდებულებით, რაც სახელმწიფომ საპარტნიორო ფონდის მეშვეობით იტვირთა, დაფინანსებაშიც მიიღებს მონაწილეობას 100 მლნ დოლარის მეშვეობით. ასეთი მხარდაჭერის პაკეტი არცერთ სხვა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია, თან ისეთ პროექტს, სადაც კერძო ბიზნესი მონაწილეობს. ახლა ჯერი კერძო ბიზნესზეა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა პირობაა იმისათვის შექმნილი, რომ ეს პროექტი შეიქმნას და დროულად დაიწყოს. ამ პროექტის დაგვიანებამ სერიოზულად დაგვაზარალა, როდესაც კითხვა ისმის, რომ რომელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უნდა შემოსულიყო და არ შემოვიდა ამ პერიოდში, 2017 წლიდან მოყოლებული ეს პროექტი გვიანდება, ჩვენ სულ მცირე 600 მლნ დოლარის დახარჯვას ველოდებით ამ პროექტში", - აღნიშნა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system