თავში

აპოკალიფსი ნავთობის ბაზარზე

აპოკალიფსი ნავთობის ბაზარზე
აპოკალიფსი ნავთობის ბაზარზე

bloomberg-ის ცნობით, სანავთობო ბაზარს აპოკალიფსი ემუქრება.

მიზეზად გამოცემა ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებასა და ოპეკის გადაწყვეტილებას ასახელებს.

მენავთობეებს ნედლეულის შენახვის პრობლემა აქვთ. 

ანალიტიკოსების შეფასებით, 2020 წლის აპრილში ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში15-20 მილიონ ბარელამდე დაეცემა.

Energy Aspect Ltd-ს პროგნოზით, Brent-ის ტიპის ნავთობზე, ბარელზე ფასი შესაძლოა $10 დაეცეს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

ცნობისთვის, აშშ, რუსეთი და საუდის არაბეთი აპირებენ ერთობლივად იპოვონ გამოსავალი მსოფლიო სანავთობო ბაზარზე არსებულ მძიმე ვითარებაში. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დღეს სოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 22.74 (- 0,02) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweetტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 20.48 (+ 0,49) დოლარი/ბარელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system