თავში

Apple-ის კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

Apple-ის კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა
Apple-ის კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

Apple-ი ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.  Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2018 წელს ტრილიონ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, მის გასამმაგებას სამი წელი დასჭირდა.

2022  წლის პირველ სავაჭრო დღეს კომპანიის აქციები შუადღისას 182.88 დოლარამდე გაიზარდა, რაც ახალი რეკორდია.

2023 წელს Apple პირველ სმარტფონს გამოუშვებს, რომელსაც სიმ-ბარათის ჩასადები აღარ ექნება. სიმ-ბარათის ჩასადებს eSIM ტექნოლოგია ჩაანაცვლებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ სმარტფონზე ერთი ან რამდენიმე ნომერი მიაბათ. 

Apple-მა, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ნიუ-იორკში მდებარე 12-ვე მაღაზია დახურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system