თავში

Apple-ის სისტემას მომხმარებლები სექსიზმში ადანაშაულებენ

Apple-ის სისტემას მომხმარებლები სექსიზმში ადანაშაულებენ
Apple-ის სისტემას მომხმარებლები სექსიზმში ადანაშაულებენ

Apple-ის ახლადშექმნილი საკრედიტო საბარათო სისტემის შემოწმება ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტომ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხმარებელმა უკმაყოფილება გამოხატა. მომხმარებლის თქმით კომპანიის საკრედიტო ბარათის ალგორითმი, რომლითაც გასაცემი კრედიტის ლიმიტის დადგენა ხდება, დისკრიმინაციულად მუშაობს და საქმე გვაქვს  სავარაუდო სექსისტურ სისტემასთან. არაერთი მომხმარებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას ერთი და იგივე მიზეზით საკრედიტო პოლიტიკა, ქალებს უმტკიცებს გაცილებით ნაკლებ ლიმიტს, ხოლო იგივე შემოსავლის მქონე მამაკაცებს, ბევრად მეტ თანხაზე უქმნის მისაწვდომობას. სხვაობა სულაც არ არის უმნიშვნელო, სწორედ ამიტომ მომხმარებლები შემთხვევითობას გამორიცხავენ. THE VERGE-ს გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადებით, მის ცოლს მასზე 20-ჯერ დაბალი საკრედიტო ლიმიტი განესაზღვრა, მიუხედავად თანაბარი ფინანსური მდგომარეობისა. ასეთი პრეცედენტის არსებობა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაადასტურა Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ უოზნიაკმაც. 

ამ ეტაპზე უცნობია, რა პასუხს გასცემს ბრალდებებს Apple-ის საკრედიტო ბარათის პროექტის უშუალო ხელმძღვანელი გოლდმან საჩსი.

Apple-ის საკრედიტო ბარათს, ვაშლის მომხმარებლები 2019 წლის მარტიდან იყენებენ ელექტრონული გადახდისას, რაც მეტად მოსახერხებელი და კომფორტულია, თუმცა სექსიზმის ინციდენტმა, შესაძლოა მისი იმიჯი მნიშვნელოვნად შელახოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system