ამერიკულმა კომპანია Apple-მა iPhone 12 Mini-ს წარმოება ცუდი გაყიდვების გამო შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას TrendForce ავრცელებს.
Apple-მა აღნიშნული მოდელის წარმოება მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან შეწყვიტა, რადგან მისი გაყიდვები ამავე მოდელის სერია iPhone12-ის, iPhone 12 Pro-სა და iPhone 12 Pro Max-ის გაყიდვებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.
2021 წლის იანვარში, აშშ-ში, IPhone 12 mini-ის გაყიდვები iPhone 12-ის მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 5% შეადგენდა.