თავში

აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო უპრეცედენტო - თურნავა

აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო უპრეცედენტო - თურნავა
აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო უპრეცედენტო - თურნავა

"ჩვენ, მთავრობის წევრები არ დავიღლებით იმის აღნიშვნით, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო მართლაც უპრეცედენტო, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წლევანდელი ზრდის პროგნოზი, ობიექტური პროგნოზი, არა ზედმეტად ოპტიმისტური პრაქტიკულად გავაორმაგოთ, 3,5%-დან 6,7.5% არის ახლა უკვე გაზრდილი პროგნოზი, მოლოდინი. თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა სხვა დადებითი ფაქტორების განვითარების შემთხვევაში და პანდემიის სწრაფი დაძლევის შემთხვევაში, რომ ორნიშნა ზრდაც გვქონდეს წელს, ეს არის ზომიერი, ფრთხილი ოპტიმიზმი", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ტურიზმის აღდგენისა და იმ ეკონომიკური პროგრამების აღდგენის კვალობაზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, დაწყებული მასშტაბური პრივატიზაციის, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებითა და ინსფრასტრუქტურული პროექტებით, ეკონომიკა ჯანსაღდება. ამაზე გასულ კვირას ძალიან ბევრი ვისაუბრე. მთავრობის წევრები არ დავიღლებით იმის აღნიშვნით, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდა მართლაც უპრეცენდენტო - 45% იყო, რამაც საშუალება მოგვცა, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის ობიექტური პროგნოზი 3,5%-დან 6,5%-მდე გავაორმაგოთ. გვაქვს შესაძლებლობა, სხვა დამატებითი ფაქტორების განვითარებისა და პანდემიის სწრაფი დაძლევის პირობებში, წელს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გვქონდეს. ეს არის ზომიერი, ფრთხილი ოპტიმიზმი, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system