თავში

აპრილში იმპორტი 38.5%-ით შემცირდა

აპრილში იმპორტი 38.5%-ით შემცირდა
აპრილში იმპორტი 38.5%-ით შემცირდა

2020 წლის აპრილში საქართველოს იმპორტი რეკორდულად, 38.5%-ით შემცირდა.

გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან ჯამურად $458 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $286.8 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ჯამურად, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $3.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $1.0 მილიარდი აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი $2.46 მილიარდი აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში $1.46 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system