თავში

აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა

აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა
აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა

"მიმდინარე წლის აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 2,5-3-ჯერ იყო შემცირებული," – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით აპრილის სტაგნაციის შემდეგ, იპოთეკური სესხებზე მოთხოვნა მაისში გააქტიურდა.

„გაცემების მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ, რადგან როდესაც ასეთი კრიზისია, სესხის გაცემის დროს მოთხოვნები მნიშვნელოვნად იზრდება და უარის რაოდენობაც შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი. 15 აპრილიდან ძალაში შევიდა შემსუბუქება სამომხმარებლო სესხებზე, რომელიც პრინციპში, ჯერ არც ამოქმედებულა, რადგან კომერციულ ბანკებს უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვს სესხის გაცემის მიმართულებით, ვიდრე დღეის მდგომარეობით გვაქვს გამარტივებული რეგულაციები. მაისის თვე ძალიან აქტიურია. ერთი კვირა დარჩა და ალბათ, 15 დღეში მაისის თვის მაჩვენებელი უკვე გვეცოდინება. პირველი ივნისიდან სრულად ამოქმედდება ყველა ბიზნესსტრუქტურა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირველი ეტაპი საქართველომ წარმატებით და მოკლე ვადაში გადალახა. ეს ძალიან იმედის მომცემია. საბანკო სექტორი ივნისის თვეს ძალიან იმედიანად უყურებს“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს იპოთეკური სესხების 4%-ს მთავრობა გადაუხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system