თავში

აპრილში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

აპრილში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა
აპრილში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. 

მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 206.1 ლარი იყო, აპრილში კი, 199.6 ლარია.

მარტთან შედარებით, აპრილში 5.8 ლარითაა შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 176.8 ლარს შეადგენს. 

10 ლარითა და 90 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 334.8 ლარს გაუტოლდა.

საარსებო მინიმუმი სულადობის მიხედვით, აპრილში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 176.8 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 282.8 ლარით, სამსულიანი – 318.2 ლარით, ოთხსულიანი – 353.6 ლარი, ხუთსულიანი – 397.8 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 470.2 ლარი.

 საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system