თავში

აპრილში საქართველომ საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 70.2%-ით გაზარდა

აპრილში საქართველომ საქონლისა და მომსახურების ექს
აპრილში საქართველომ საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 70.2%-ით გაზარდა

"აპრილში საქართველოდან 70.2%-ით გაიზარდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, მათ შორის არის სასოფლო-სამეურნეო და მისი გადამუშავების სექტორის პროდუქცია, წიაღისეული და ბევრი სხვა მზა პროდუქტი, რომელიც საქართველოდან გადის, მათ შორის ევროპულ ბაზრებზე,"  - ასე აფასებს სკონომიკის მინისტრი ნატია თურნავა საქართველოს საექსპორტო შედეგებს და პოტენციალს. მინისტრ თურნავას განცხადებით, ექსპორტის ზრდა აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება.

"მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციამ, საგარეო ბაზრების გამოღვიძებამ და ჩვენმა სახელმწიფო პროგრამებმა, რითაც ვეხმარებით ქართულ მეწარმოებას, სოფლის მეურნეობას, წარმოებას, თავისი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, 2020 წლის აპრილში საქართველოში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდადა მაშინ ყველაზე დაბალი  $222-მილიონიანი ექსპორტი დაფიქსირდა, თუმცა 2021 წლის აპრილის ექსპორტი კრიზისამდელი პერიოდის ექსპორტსაც აღემატება 21.6%-ით. 2019 წლის აპრილში საქართველოს ექსპორტი $311 მილიონი იყო. 2021 წლის აპრილში საქართველოდან ექსპორტმა $378.3 მილიონი დოლარი შეადგინა. 

რაც შეეხება, 2021 წლის 4-თვიან ჯამს, იანვარ-აპრილში ექსპორტმა 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 16.6%-ით აღემატება. 10%-ით იმატა და $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა საქართველოს იმპორტმა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1.53 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system