თავში

აპრილში საქართველოს რეკორდული ოდენობის ვიზიტორები ეწვია

აპრილში საქართველოს რეკორდული ოდენობის ვიზიტორები ეწვია
აპრილში საქართველოს რეკორდული ოდენობის ვიზიტორები ეწვია

პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის მარტიდან, 2021 წლის აპრილამდე პერიოდში, საქართველოს რეკორდული ოდენობის ვიზიტორები წელს აპრილში ეწვია. 2021 წლის აპრილში საქართველოში 82,519 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა.  2020 წლის აპრილთან შედარებით ვიზიტორთა მთლიანი ნაკადი 140%-ითაა გაზრდილი. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 48,455 ვიზიტი სახმელეთო, 33,188 ვიზიტი კი საჰაერო გზით განხორციელდა. საჰარეო გზით შემოსულთა რაოდნეობა პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულია.

აპრილში საქართველოს ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავდა თურქეთიდან,ისრაელიდან და რუსეთიდან. 

10 ქვეყანა, საიდანაც აპრილში საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია:

1. თურქეთი - 21 106 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 48%
2. ისრაელი - 10 098 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 13925%
3. რუსეთი - 8 518 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 125%
4. სომხეთი - 8 331 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 4%
5. საქართველო (არარეზიდენტი) - 8 253 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 441%
6. უკრაინა - 5 922 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 404%
7. აზერბაიჯანი - 5 287 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 107%
8. უზბეკეთი - 2 711 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 293%
9. ყაზახეთი - 1 639 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 285%
10. ბელარუსი - 1 463 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 77%

მაისში ქუთაისიდან პირდაპირი ფრენები 5 ქვეყნის 9 მიმართულებებით შესრულდება.  

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system