თავში

არ მიმაჩნია, რომ გავღარიბდი - ბიძინა ივანიშვილი

არ მიმაჩნია, რომ გავღარიბდი - ბიძინა ივანიშვილი
არ მიმაჩნია, რომ გავღარიბდი - ბიძინა ივანიშვილი

„არ მიმაჩნია, რომ „გავღარიბდი“. ჩემი კაპიტალი ერთი ქართველის კერძო მფლობელობიდან სრულიად საქართველოს, ყველა ქართველის სამსახურში იხარჯება და ის, რაც ფონდმა შეძლო შეექმნა ან გადაერჩინა, ყველა იმ საუნჯის თანამესაკუთრე ხომ ვართ მე და ჩემი ოჯახი? ვართ! თუ ვართ, მაშინ, რაღანაირად „გავღარიბდი?" -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ კონტექსტში ბიზნესმენი და ერთადერთი ქართველი მილიარდერი იხსენებს შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანს.

"ახლა რომ „ჩემია“ ის, რაც გავეცი, არასოდეს ისე „ჩემი“ არ ყოფილა, რადგან ვერავინ გაფლანგავს აწი მას და ვერ გაანიავებს (ვერც მე, მათ შორის). ასე რომ, რასაც გასცემ, მხოლოდ ის არის საბოლოოდ შენი, ამაშია რუსთველის სიბრძნე და სიდიადე. ყოველ შემთხვევაში, მე, ერთი ქართველი, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილებიც ასე ვკითხულობთ მას“, - დასძენს ივანიშვილი იმის მტკიცებულებად, რომ ის რაც მან ქართველ ხალხს მისცა, დაკარგულად ვერაფრით ჩაითვლება. 

კითხვაზე, რატომ არასდროს გაუჩნდა სურვილი, მიეთითებინა სხვადასხვა გამოცემებისთვის, რომ „გაღარიბდა“ და ხომ არ უქმნის გარკვეულ უხერხულობას ის ფაქტი, რომ პასიური პოზიციით, უნებლედ ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ეს ავტორიტეტული გამოცემები წლების მანძილზე, არაზუსტ ინფორმაციას აქვეყნებდნენ? ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არასდროს მიუნიჭებია.

„შესაძლოა, გარკვეული უხერხულობის მომენტი მართლაც იყოს, მაგრამ მე ამისთვის დიდი მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია. მიმაჩნია, რომ ყველაზე გამართლებული ინვესტიცია, ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად, მისი მომავლისთვის გაღებული ხარჯია. თუმცა, იმასაც ვითვალისწინებ, რომ ფორბსი და ბლუმბერგი, სავარაუდოდ, ამას ასე არ შეხედავს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“ ჯამში 26 ობიექტი გადაუფორმა, 2 კი გადაფორმების პროცესშიარა ქონება გადასცა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს", ნახეთ აქ. 

ივანიშვილი საქართველოში ბიზნესის მომგებიანობით უკმაყოფილოა. ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

მისივე თქმით, "ქართუ ბანკის" ქველმოქმედება 55 მილიონი დოლარს უტოლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system