თავში

2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

არადეკლარირებული დიზელის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო გამშვებ პუქტებზე: ,,წითელი ხიდი“ და „ლაგოდეხი“ ეჭვისა და რისკის პროფილების საფუძველზე სატვირთო ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ბოლო 2 თვის მონაცემებით, 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. 

შემოსავლების სამსახურის ცნობითვე, აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად, სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. 

შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების მძღოლებისთვის სტანდარტული ავზით საწვავის შემოტანა შეზღუდულია და შესაძლებელია თვეში მხოლოდ ორჯერ. 

რაც შეეხება, ტრანზიტულად გადაადგილებულ სატვირთო ტრანსპორტს, დასაშვებია 500 ლიტრი საწვავის შემოტანა.

შეგახსენებთ,  ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორთან დაკავშირებულ რიგ საკანონმდებლო აქტებში შევიდა ცვლილებები, რომლის შედეგადაც,  საწვავის იმპორტის კონტროლი საქართველოში გამკაცრდა. საწვავის იმპორტზე კონტროლის გამკაცრებამ თავის მხრივ, რომელთაც პოზიტიური გავლენა იქონია, როგორც ინდუსტრიაზე, ასევე ამ სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების დინამიკაზე. 

ბიზნესი საწვავის შემოტანაზე კონტროლის გამკაცებას იწონებს.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, ბოლო 5 თვის მანძილზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა და აღიკვეთა ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის 300-მდე ფაქტი, ხოლო კანონდამრღვევებზე ფულადი სანქციის სახით დარიცხულმა თანხამ შეადგინა თითქმის 400 000 ლარი.

აღურიცხავი დიზელის იმპორტი განსაკუთრებულად ხშირია აზერბაიჯანიდან. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამის მიზეზად ფასთა სხვაობას მიიჩნევს და ამბობს, რომ მეზობელ რეგიონში დიზელი 1,10 ლარად იყიდება, როცა ფასი საქართველოში 2 ლარს აჭარბებს. ამდენად, ცდუნება დიდია, რადგან ფასი კონტრაბანდას ასტიმულირებს.

ნავთობიმპორტიორთა კავშირს დიდი ხანია აქვს ეჭვი, რომ ქვეყანაში ხდება აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system