თავში

სალომე ზურაბიშვილი: არაენერგოეფექტური შენობები საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობაა

არაენერგოეფექტური შენობები საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობაა
სალომე ზურაბიშვილი: არაენერგოეფექტური შენობები საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობაა

საქართველო არის პატარა სახელმწიფო, რომელსაც საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობად ერგო არაენერგოეფექტური შენობები, რომელთა შეცვლასაც თანდათანობით ვცდილობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიური გლობალური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, გასულ კვირას საზოგადოებას ენერგოეფექტური შენობებისთვის განკუთვნილი ახალი სტანდარტები და რეგულაციები წარედგინა.

„საქართველომ დააჩქარა ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება და გასულ კვირას წარადგინა ახალი სტანდარტები და რეგულაციები ენერგოეფექტური შენობებისთვის. დამატებით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, რომელთა შორის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოც არის, საქართველო მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაციასა და შეცვლას ახორციელებს, აწესრიგებს გარე განათებას, ასევე წარმოადგინა ბიომასის საწვავის მიწოდების ჯაჭვის საპილოტე პროგრამა, ასევე ავითარებს ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურას და მზის ენერგიის და თერმულ ტექნოლოგიებს განსაკუთრენით მოხუცთა სახლებსა და საბავშვო ბაღებში. აღსანიშნავია, რომ ეს ამცირებს ენერგიის ხარჯებს თითქმის 80%-ით. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია იგივე მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ყველა რეგიონში პროგრესის ტემპის ზრდა საჭიროებს ძლიერ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გრძელვადიან ენერგეტიკულ გეგმას, გაზრდილ საჯარო და კერძო დაფინანსებას, ადეკვატურ პოლიტიკასა და ფისკალურ სტიმულებს ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვისთვის,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მსოფლიოში რიგიქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებამ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა შეიძინა.

პრეზიდენტმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლების წინაშეც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოჩნდა.

„მსოფლიო იბრძვის კოვიდ 19-ის შედეგების დასაძლევად. პანდემიამ შეცვალა ენერგეტიკული და კლიმატური სურათი. ზოგიერთი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებამ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა შეიძინა. დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა ენერგეტიკულ რესურსებზე და პანდემია კიდევ უფრო ზრდის უთანასწორობისა და სიღარიბის დონეს ყველა საზოგადოებაში,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და ეკონომიკური გაჯანსაღების მცდელობის პროცესში არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის, რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, რომ ენერგეტიკული სისტემები უფრო მოქნილი გახდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემცირებული ემისიები კიდევ არ გაიზარდოს.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიამ ეკონომიკებსა და ენერგეტიკის სისტემებში არსებული სისუსტეები გამოავლინა.

„პანდემიამ ეკონომიკებსა და ენერგეტიკის სისტემებში არსებული სისუსტეები გამოავლინა. ამ გამოწვევების დროსაც კი ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავაჩქაროთ ენერგო-ეფექტურობის ხელშემწყობი მოქმედება,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system