თავში

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მორიგი მოკვლევა დაიწყო

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მორიგი მოკვლევა დაიწყო
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მორიგი მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, შპს ,Free spirit tours“-ის მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებების შესაძლო ფაქტს ეხება, მოკვლევა დაიწყო.

როგორც REPORT.GE-ს სააგენტოდან აცნობეს, მომჩივანი სააგენტოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ კონკურენტი კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს მისი კუთვნილი კომერციული საიდუმლოების თანხმობის გარეშე მოპოვებისა და გამოყენების ფაქტს.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, საჩივარში დასმული საკითხების დეტალურ შესწავლას განახორციელებს.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს დაასრულა - 2 მოკვლევა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, მეორეში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 4 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა - 5 ბაზრის მონიტორინგი, მიმდინარეა - 3. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა - 1 თანხმობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system