თავში

არაკომერციულ სექტორში ბრუნვის სიდიდით განათლება ლიდერია

არაკომერციულ სექტორში ბრუნვის სიდიდით განათლება ლიდერია
არაკომერციულ სექტორში ბრუნვის სიდიდით განათლება ლიდერია

არაკომერციული ორგანიზაციების ყოველწლიური სტატისტიკური კვლევით, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე. 

არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. 

საქსტატის ცნობით, აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 169.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 23.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (36.9 პროცენტი), აგრეთვე, ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე (21.0 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (18.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების გაწევის (7.7 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (7.5 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაციის (4.1 პროცენტი) დარგის ორგანიზაციებზე. ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 2.2-ჯერ გაზრდილია საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის დარგში, 2-ჯერ წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგში, 1.9-ჯერ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში, 43.8 პროცენტით ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგში, 30.8 პროცენტით ტრანსპორტირება და დასაწყობების დარგში, 25.2 პროცენტით განათლებაში, 22.5 პროცენტით ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში და 10.9 პროცენტით სხვა სახის მომსახურების დარგში. პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2019 წელს 1402.6 მლნ. ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 30.1 პროცენტით). 

არაკომერციულ სექტორში გამოშვების სიდიდით ჯანდაცვა ლიდერობს, ხოლო უმსხვილესი დამსაქმებელი განათლების დარგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system