თავში

არაკომერციულ სექტორში გამოშვების სიდიდით ჯანდაცვა ლიდერობს

არაკომერციულ სექტორში გამოშვების სიდიდით ჯანდაცვა ლიდერობს
არაკომერციულ სექტორში გამოშვების სიდიდით ჯანდაცვა ლიდერობს

არაკომერციული ორგანიზაციების ყოველწლიური სტატისტიკური კვლევით, არაკომერციულ სექტორში გასულ წელს პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (28.9 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების (20.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (16.1 პროცენტი), განათლების (13.5 პროცენტი) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (13.1 პროცენტი) დარგის ორგანიზაციები. არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2019 წელს 54.4 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 53.2 პროცენტი ქალია, ხოლო 46.8 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 2.6 პროცენტითაა გაზრდილი.

ცნობისთვის, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.

არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება. 

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 169.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 23.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system