თავში

არასამთავრობო სექტორი ტექდათვალიერებაში ცვლილებას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი ტექდათვალიერებაში ცვლილებას ითხოვს
არასამთავრობო სექტორი ტექდათვალიერებაში ცვლილებას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი გამონაბოლქვზე ავტომობილების შემოწმებას მათი ექსპლუატაციის პროცესშივე მოითხოვს. ტრანსპორტის საკითხზე მომუშავე პლატფორმა ,,ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ ,,კვირას" პრესკლუბში განაცხადა, რომ საჭიროა ცვლილება, რათა სატრანსპორტო სფეროს რეფორმის მიზანი უფრო მკაფიო და გამოკვეთილი გახდეს. ურუშაძე ფიქრობს, რომ მხოლოდ ამით არის შესაძლებელი  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლება, რათა საგზაო შემთხვევების რისკი შემცირდეს.  მისი თქმით, გამონაბოლქვის სტანდარტი უნდა გადაიხედოს და CO-ს შემცველობის კოეფიციენტი შემცირდეს.

"ქალაქში ჯერ კიდევ მოძრაობს ბევრი ავტომობილი, რომელიც ბოლავს და ტექნიკურად გაუმართავია.  მონიტორინგი ექსპლუატაციის პროცესშივე უნდა ჩატარდეს და აღსრულებას განსაკუთრებული ყურადრება მიექცეს. ავტომობილს თუ რაიმე ტექბნიკური ხარვეზი აქვს, შეიძლება მისი გამოვლენა უკონტაქტოთაც მოხდეს. ცხადია, მძღოლი დაჯარიმდება, მაგრამ  სამომავლოდ დარღვევის გამოსწორებას შეეცდება.  ვფიქრობ, რომ ექსპლუატაციის პროცესში მანქანების მონიტორინგის არეალის ქვეშ მოქცევა მეტ შედეგამდე მიგვიყვანს, ვიდრე პერიოდული ტექდათვალიერება. ყველა მძღოლმა გაიგოს, რომ გასამართია მანქანა, რომელიც დასაშვებ ნორმაზე მეტ გამონაბოლქვს უშვებს. ქუჩებში გამონაბოლქვის კონტროლი მინიმუმამდე დაიყვანს, მაგრამ ადმინისტრირება სახელმწიფომ უნდა მოახდინოს", - განაცხადა ვასო ურუშაძემ. 

ვასო ურუშაძეს მოძრაობის უსაფრთხოების და ეკოლოგიასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

,,ჩვენ შეგვიძლი ტექნიკური ინსპექტირება მოვახდინოთ წელიწადში ერთხელ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ერთი წლის განმვალობაში პრობლემა არ ექნება ავტომობილს, მის ძრავს ან საწვავის ხარისხს. მნიშვნელოვანია ხელისუფლებისგან მოვისმინოთ შემდეგი ნაბიჯები და გეგმები, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლიდან იმისათვის, რომ გამონაბოლქვი აღარ ვიხილოთ ქუჩაში", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system