თავში

არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა - კახა კალაძე

არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა - კახა კალაძე
არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა - კახა კალაძე

2018-2021 წლებში, დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი. ამისათვის ჯამში 403 500 000 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მოცემულ პერიოდში, სრულად რეაბილიტირდა 903 ქუჩა, ხოლო ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები ჩატარდა 422 ქუჩაზე.

"ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გუნდს - დედაქალაქის მთავრობას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვამბობდი და მინდა გავიმეორო, რომ მარტო ერთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი ვერაფერს გააკეთებს და შეუძლებელია, იფიქრო წარმატებაზე, განვითარებაზე, თუ ზურგს არ გიმაგრებს ძლიერი გუნდი. გავთამამდები და ვიტყვი, არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა, რამდენიც ამ წლების განმავლობაში", - დედაქალაქის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system