თავში

არჩილ ბაკურაძე: მიკროსაფინანსოების შემცირება ტრაგედია არ არის

არჩილ ბაკურაძე: მიკროსაფინანსოების შემცირება ტრაგედია არ არის
არჩილ ბაკურაძე: მიკროსაფინანსოების შემცირება ტრაგედია არ არის

„მიკროსაფინანსოების სექტორში ზრდის ტემპის დროებით შემცირება და ბაზრის მონაწილეების რაოდენობის კლება არ არის ბაზრისთვის დიდი პრობლემა“ - ასე აფასებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ხელმძღვანელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე ბოლო პერიოდში არსებულ მდგომარეობას. არჩილ ბაკურაძის განმარტებით, რეგულაციები გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებას, თუმცა კლიენტების რაოდენობა უცვლელი დარჩება. ამასთანავე, ბაზრიდან გასული მოთამაშეების ხარჯზე მოხდება დარჩენილთა გამსხვილება, მოსალოდნელია, სესხების გაერთიანების პროცესი. ასევე, მისი თქმით, გაიზრდება ბიზნესდაკრედიტება.

„მე არ მგონია რომ ინვესტიციები შემცირდება, უბრალოდ მათი ტიპი შეიცვლება. იქნება უფრო გრძელვადიანი, სტრატეგიული ინვესტიციები“- აღნიშნავს „კრისტალი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

არჩილ ბაკურაძემ ისაუბრა „კრისტალში“ არსებულ მდგომარეობაზეც. მან განმარტა, რომ პორტფელი აპრილის თვემდე მცირდებოდა, თუმცა ეს პრობლემა ეტაპობრივად დაიძლია და პორტფელმა დაიწყო ზრდა. ასევე შემცირდა ვადაგადაცილებების მაჩვენებელიც, რომლებიც რეგულაციების დასაწყისში გაორმაგებული იყო. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ბაკურაძის ინფორმაციით, „კრისტალში“ წლის ბოლომდე მოსალოდნელია 10%-15%-იანი ზრდა.
1 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 53 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს რაც მისოების 19-ით შემცირებას ნიშნავს. კომპანიების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შემცირებულია ამ სფეროს აქტივებისა და შემოსავლების მოცულობა; მოგების ნაცვლად კი, ეს ფირმები მრავალმილიონიან ზარალს განიცდიან.

მეორე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების აქტივები 1,334,164,316 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით ნაკლებია, ამ ორგანიზაციების ზარალი კი, 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 30 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system