თავში

არჩილ თალაკვაძე: ანტიკრიზისული გეგმის მთავარი ადრესატი ადამიანია

არჩილ თალაკვაძე: ანტიკრიზისული გეგმის მთავარი ადრესატი ადამიანია
არჩილ თალაკვაძე: ანტიკრიზისული გეგმის მთავარი ადრესატი ადამიანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით სახელმწიფო თითოეულ ადამიანზე ზრუნავს.

„ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით მოვიგეთ დრო კოვიდ ინფექციის შეკავების პროცესში და გამოვიყენეთ სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმისა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმის მოსამზადებლად - ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არსებულ კარგ კოორდინაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„პრემიერმინისტრმა წარადგინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ასევე წარადგინა ეკონომიკური აქტივობების აღდგენის გეგმა. მართლაც აღსანიშნავია, რომ იყო კარგი კოორდინაცია და კარგი თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის საერთო ამოცანების გარშემო. ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით ჩვენ მოვიგეთ დრო კოვიდ ინფექციის შეკავების პროცესში და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმა. ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მთავრობამ მეწარმეების მეტი მხარდაჭერისთვის "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში თანადაფინანსების მექანიზმი შეცვალა და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზარდა.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

შეგახსენებთ, დღესვე პრემიერმა განაცხადა, რომ ბიუჯეტს 3.9. მილიარდის დანაკლისი აქვს.

დღეს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, თუმცა საგანგებო ბიუჯეტი არ წარმოუდგენია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system