თავში

არჩილ თალაკვაძე: შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში 3 მილიარდი იშოვოს

არჩილ თალაკვაძე: შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში 3 მილიარდი იშოვოს
არჩილ თალაკვაძე: შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში 3 მილიარდი იშოვოს

ბიძინა ივანიშვილი არის წარმატებული ბიზნესმენი, წლების განმავლობაში ქმნიდა დოვლათს და ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა თავისი ქვეყნის, საქართველოს განვითარებისთვის,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბლუმბერგის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

"ამ პერიოდებში, ჩვენ ვნახულობთ განსხვავებულ განცხადებებს, ოპოზიციის ნაწილი ზოგჯერ ამბობს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შეუმცირდა ქონება, არის შეფასება, სადაც მას გაეზარდა ქონება. ვიღაცები ამბობენ, რომ ასობით მილიონი მან უკვე დახარჯა, ვიღაცები ამბობენ, რომ ასობით მილიონი მან, როგორც ბიზნესმენმა შეიძინა. ამ ტიპის დისკუსიები არის ხოლმე პოპულიზმი და სპეკულაციები. უნდა ვენდოთ საერთაშორისო რეიტინგებს და შეფასებებს. ის არის წარმატებული ბიზნესმენი, წლების განმავლობაში ქმნიდა დოვლათს და ასევე წლების განმავლობაში ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა თავის ქვეყნის, საქართველოს განვითარებაში. ეს არის სიმართლე რომელიც არის ხელის გულზე. საქართველოდან შეუძლებელია ადამიანმა მიიღოს სამი მილიარდი დოლარი, რადგან მას სწორედ ამდენი და ამაზე მეტი აქვს დახარჯული საქართველოსთვის,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, BLOOMBERG-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მიმდინარე 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება 525 მილიონი დოლარით გაიზარდა. 

მილიარდერთა რეიტინგში 500-ს მილიარდერს შორის ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით 371-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება ამჟამად 5,52 მლრდ დოლარს შეადგენს. წინა წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4, 95 მლრდ დოლარი იყო. ამ სიაში ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი მილიონერია საქართველოდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system