თავში

არის თუ არა კრიტიკული საგარეო ვალი მშპ-თან მიმართებაში

არის თუ არა კრიტიკული საგარეო ვალი მშპ-თან მიმართებაში
არის თუ არა კრიტიკული საგარეო ვალი მშპ-თან მიმართებაში

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ საგარეო ვალის მოცულობით საქართველო 60%-იან ზღვართან არ არის იმდენად ახლოს, რომ ეკონომიკაში საფრთხე შექმნას. მისი თქმით, ვალი გვეხმარება რომ სწრაფად გადავწყვიტოთ სოციალური და ეკონომიკური პრობლემა, თუმცა  პროცენტის გადახდის სახითაც დიდი თანხის გადახდა გვიწევს, რაც საკმაოდ დიდი ტვირთია ბიუჯეტისთვის.

,,საგარეო ვალი დროში გაწელილია და მისი გადახდის ხანგძლივობა საკმაოდ გრძელ პერიოდს მოიცავს. 60%-იან მაჩვენებელზე ჯერ ნამდვილად ვერ გავალთ, ყურადღება თუ მიაქციეთ, 1,5 მილიარდი მოდის სახელმწიფოს სესხად და გათვლილია სხვა კონკრეტული დახმარებებიც. ამიტომ ჩვენ აღებული სესხებითაც კი შორს ვართ ამ ნიშნულისგან, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები იქნება და საფრთხე ამ მხრივ არც მომავალ წელს გვექნება. ეკონომიკა გამოვა რეცესიიდან და ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, რომ აღებული ვალების გასტუმრება დროულად მოხდეს, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. ვალები გვეხმარება რომ სწრაფად გადავწყვიტოთ სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. როცა ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით დაფაროს ხარჯი, მიმართავს სესხს ქვეყნის შიგნით ან გარეთ, მაგრამ ნებისმიერი ვალი ექვემდებარება გადახდას, პროცენტის გადახდის სახითაც დიდი თანხის გადახდა გვიწევს. ყოველწლიურად 120 მილიონიდან 130 მილიონ ლარამდე პროცენტის დაფარვას  ხმარდება, ხოლო თავანის გადახდა 1,5-ჯერ მეტია", - ამბობს არჩვაძე.

რაც შეეხება უცხოური ქვეყნებისთვის დაწესებულ საგარეო ვალის მოცულობას  მშპ-თან მიმართებაში, არჩვაძის თქმით, გაცილებით მაღალია და საქართველო შემთხვევაში, სტანდარტი განსხვავებულია.

კერძოდ, სტატისტიკოსის ინფორმაციით, ამერიკაში საგარეო ვალის თანაფარდობა მშპ-თან 100%-ზე მეტია, ხოლო საფრანგეთის, იტალიის, იაპონიისა და გაერთიანებული საამიროებისთვის ეს მაჩვენებელი 200%-ს აღემატება. 

ოფიციალურისტატისტიკით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 18.6 მლრდ აშშ დოლარი 53.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს 105.1 პროცენტია. თუმცა ეპიდემიის საგარეო ვალის მოცულობა დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system