თავში

არის თუ არა ნამახვანჰესი სოციალურ კეთილდღეობაზე მორგებული პროექტი

არის თუ არა ნამახვანჰესი სოციალურ კეთილდღეობაზე მორგებული პროექტი
არის თუ არა ნამახვანჰესი სოციალურ კეთილდღეობაზე მორგებული პროექტი

სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები საუბრობენ სოციალურ კეთილდღეობაზე, რომელიც ჰესის მშენებლობას უკავშირდება და ენერგეტიკულ სიკეთესთან ერთად, რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითად ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა ენგურისა და ჟინვალის წყალსაცავიან ჰესებს მიიჩნევს და დასძენს, რომ პროტესტი შენებას საბჭოთა პერიოდშიც ახლდა, თუმცა სოციალური სარგებლის მიღების სურვილმა გადაწონა. რაც შეეხება ნამახვანის ჰესს, ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ დღევანდელი სახით იგი არ არის ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული პროექტი.

,,ტექნიკური გადაწყვეტილებების მხრივ, რომელიც განხორციელებული და წარმოდგენილია, ნამახვანის ჰესთან დაკავშირებით რევოზლუციურ ცვლილებას არ ველოდები. საკმაოდ კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ არის გაკეთებული. ასე ხელაღებით არ შეიძლება თქმა, რომ პროექტი სეისმომდგრადობაზე არ არის გაანგარიშებული, არ არის გათვალისწინებული ჰიდროლოგია, ფლორა, ფაუნა და სხვა. ასე არ არის, საკმაოდ მარალი ხარისხის პროექტია, მაგრამ მისი შემადგენელი უნდა იყოს სოციალური საკითხებიც, რომელიც რეგიონის განვითარებასთან არის დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული საკითხები უნდა მოგვარდეს, როგორიცაა სკოლები, საბავშვო ბაღები, გზები, საავადმყოფო, სპორტული მოედნები და საწარმოები, რომელიც შეიძლება იქ ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზეც იქნას უზრუნველყოფილი და მოწყობილი. ცხადია, ადამიანების დასაქმებას უნდა შეწყოს ხელი და რეგიონის ეკონომიკის გაუმჯობესებას მოემსახუროს", - აცხადებს report.ge-თან ჭითანავა და დასძენს, რომ სოციალური საკითხების მოგვარება თავის დროზე, საქართველოს დიდი ჰესების მშენებლობისას, საერთო ღირებულების 35%-ს იკავებდა.

,,ექსპერტებისთვის მთლიანად ჰიდროტექნიკური საკითხები გახდა მინდობილი. სოციალური ინტერესები პროექტი მინიმალურ დონეზეა გათვალისწინებული. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებ კი ჩვენისთანა ქვეყნისთვის 30-35%-ის ფარგლებში მერყეობდა (საერთო ღირებულებიდან) საბჭოთა პერიოდში. ეს იყო სიმდიდრე, რაც ხალხს მხარდაჭერისა და მომავლისთვის სტიმულს აძლევდა ჰესების მშენებლობისას. დღეს ამას ვერ ვხედავ. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ  ენერგეტიკის განვითარების 5 მილიონიანი ფონდიდან მოხდება ამ საკითხებზე ყურადღების მიქცევა, ნამდვილად ცდება. 5 მლიონი ზღვაში წვეთია იმასთან, რაც რეგიონში შეიძლება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად გაკეთდეს. მთავრობა მოსახლეობას კი არ ეჭიდავება, არამედ ხელს უშლის ისიც, რომ პროექტი სრულყოფილად არ არის დამუშავებული. შეიძლება სტანდარტს ბევრი რამ შეესაბამება, მაგრამ ის საკითხები, რაც რეგიონის კეთილდღეობას და ინფრაასტრუქტურას, ასევე დასაქმების საკითხს უნდა პასუხობდეს, ამ მიმართულებით ჰესი რიგ ხარვეზს შეიცავს და დასაკორექტირებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება კეთილდღეობას და განვითარებას ხალხი ეწინააღმდეგებოდეს. კარგი ცხოვრება, მაღალი ინფრასტრუქურა ყველასთვის მისაღები იქნება დიდი სიამოვნებითაც, მაგრამ ამას არავინ მიაქცია თავის დროზე ყურადღება", - დასძენს ანზორ ჭითანავა.

განსხვავებულად ფიქრობს სოციოლოგი პაატა აროშიძე, რომლის შეფასებითაც, ნამახვანის პროექტი სოციალურ ვალდებულებებს სათანადოდ პასუხობს და მისი განხორციელება რეგიონის განვითარებაში საკამოდ დიდ წვლილს შეიტანს.

,,როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გლობალური პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტიორიაზე, ინვესტორმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო. ამით მოსახლეობამ დიდი სარგებელი მიიღო. ასე მოხდა ზემო აჭარაშიც მცირე კასკადური ჰესების მსენებლობისას. ამან დიდი ეფექტი მოგვცა, რადგან გარემონტდა  სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, ისევე როგორც ეს ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენი პროექტის მშენებლობაზე ხდებოდა. დღევანდელი სიტუაცია რომ ყოფილიყო, ვერც ამ სიკეთეს მივიღებდით და მასობრივი პროტესტი ინვესტორის გასვლას გამოიწვევდა. ერთი ხე რომ ამოიღო მიწიდან, ისიც ეკოლოგიურ ვითარებაზე გავლენას ახდენს, არათუ ჰესის მშენებლობა. ჰესები ერთ-ერთი ენერგეტიკული პრიორიტეტია, ჩვენი ბუნებრივი პირობები და გეოგრაფიული არეალი უნდა გამოვიყენოთ, სატრანზიტო და ენერგეტიკული ფუნქცია გვაქვს, რომელიც სწორად უნ და გამოვიყენოთ, ამის მიხედვით განვვითარდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერ წავალთ", - აცხადებს აროშიძე.

მისი განცხადებით, სოფელი ჯვარი ,,ენგურჰესის" მშენებლობამდე არავინ იცოდა, მაგრამ დღეს მსოფლიო რუკაზეა აღნიშნული, რადგან ,,ენგურჰესი" ერთ-ერთი უნიკალური ენერგეტიკული პროექტია გლობალური მასშტაბით. ,,ნამახვანჰესი, როგორც ,,ენგური",  დიდი მომავლის მქონე პროექტია, რომელსაც მოსდევს გზების მშენებლობა, კავშირგამბმულობის ქსელებისა და ნებისმიერი განვითარება, სკოლა იქნება თუ გაუმჯობესებული სოციალური პირობები. სოციალური პასუხისმგებლობის ვალდებულებას ინვესტორი ნებაყოფლობითაც იღებს საკუთარ თავზე, არც ერთი დასავლური კომპანია არ მეგულება, ვინც ამ ვალდებულებას გაექცევა. ის რაც ჩვენთვის შეიძლება უცხოა, ინვესტორისთვის ჩვეულებრივი ამბავია, იმიჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი", - აცხადებს სოციოლოგი report.ge-თან. 

შეგახსენებთ, რომ ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system